რა ძალა აქვს შვილისთვის გულწრფელი ქომაგის ყოლას

25 ივლისს გიწვევთ მამებისთვის და შვილებისთვის განკუთვნილ შეხვედრაზე „რა ძალა აქვს შვილისთვის გულწრფელი ქომაგის ყოლას“

შეხვედრაზე მოვისმენთ როგორც პროფესიულ ხედვას მხარდაჭერის გავლენაზე, ასევე პირად გამოცდილებას, თუ რას ნიშნავს შვილის გვერდით დგომა მისი პირველი ნაბიჯებიდან დიდ წარმატებამდე. ღონისძიებაზე მასწავლებელი გიორგი ლიპარიშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მამა კახა ზივზივაძე საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ. ისინი ისაუბრებენ იმაზე, რას ნიშნავს იყო შვილის პირველი გულშემატკივარი, როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში.

გელოდებით შვილებთან ერთად.

ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს სპეციალური აქტივობა და საჩუქარიც გელოდებათ, რომელიც შეხვედრის მთავარ იდეას პირად და დასამახსოვრებელ ფორმას მისცემს.

დასწრება უფასოა, თუმცა ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

თარიღი: 25 ივლისი
დრო: 14:00
ადგილი: Holiday Inn, Tbilisi
1.სახელი და გვარი(Required.)
2.ტელეფონის ნომერი(Required.)
3.პირადი ნომერი(Required.)
4.ელფოსტა(Required.)
5.შვილის/შვილების სახელი & ასაკი
6.“ვადასტურებ, რომ ვარ სრულწლოვანი, ჩემ მიერ მითითებული მონაცემები მეკუთვნის მე და არის ზუსტი/უტყუარი. თანახმა ვარ, ჩემი პერსონალური მონაცემები, მათ შორის პირადი ნომერი, სს „საქართველოს ბანკმა“ დაამუშაოს, პროექტის ფარგლებში დაფიქსირებული ჩემი განაცხადის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და პროგრამების/პროექტების შესახებ ჩემთვის ინფორმაციის მოწოდების/შეტყობინებების გამოგზავნის მიზნებისთვის. ამასთან, ჩემთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია აღნიშნული თანხმობის გამოხმობა.”(Required.)