თსსუ-სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2025–2026 სასწავლო წელს ახორციელებს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას ყველა სემესტრის სტუდენტისთვის.
კონფერენცია ჩატარდება რამოდენიმე ეტაპად. ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების კონფერენციებზე იფუნქციონირებს ერთი სექცია, სტომატოლოგიის ფაკულტეტზე ორი სექცია- თერაპია და ქირურგია. მედიცინის ფაკულტეტის კონფერენციაზე იქნება 5 სექცია-თეორიული მედიცინა, შინაგანი მედიცინა, ქირურგია, პედიატრია, გადაუდებელი მედიცინა. თითოეულ სექციაში გამოვლინდება 3 გამარჯვებული.
მოხსენება შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ვერბალური, ისე პოსტერული ფორმით. როგორც ვერბალური, ისე პოსტერული მოხსენებები უნდა იყოს უნიფიცირებული.

ვერბალური მოხსენების მომზადებისას სტუდენტმა და მისმა ხელმძღვანელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:
1. მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს უნივერიტეტის მიერ მიღებულ შაბლონზე
2. მოხსენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
3. მოხსენება უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:
4. ავტორ (ებ)-ის სახელი, გვარი, დეპარტამენტ (-ებ)ი, სადაც შესრულდა ნაშრომი.
5. ხელმძღვანელ(-ებ)ის სახელი, გვარი (ხელმძღვანელი აუცილებლად უნდა ესწრებოდეს მოხსენებას. მისი არდასწრების პირობებში, მოხსენებას უნდა დაესწროს შესაბამისი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი).
6. შესავალი, რომელიც უნდა ასახავდეს ნაშრომის აქტუალობას
7. კვლევის მეთოდოლოგია
8. შედეგები
9. დასკვნები, რომელიც უნდა მოიცავდეს კვლევის შეჯამებას და ძირითად მიგნებებს
10. დისკუსია, რომელიც უნდა მოიცავდეს ჩატარებული კვლევის მნიშვნელოვან მიღწევას, ნაკლს და სამომავლო ტენდენციებს.
11. ბიბლიოგრაფია

პოსტერული მოხსენების მომზადების დროს სტუდენტმა და მისმა ხელმძღვანელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:
1. პოსტერი უნდა შეიცავდეს უნივერსიტეტის ლოგოს
2. პოსტერის ზომა უნდა იყოს შეთანხმებული
3. მოხსენება უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:
4. ავტორ (ებ)-ის სახელი, გვარი, დეპარტამენტ (-ებ)ი, სადაც შესრულდა ნაშრომი.
5. ხელმძღვანელ(-ებ)ის სახელი, გვარი (ხელმძღვანელი აუცილებლად უნდა ესწრებოდეს მოხსენებას. მისი არდასწრების პირობებში, მოხსენებას უნდა დაესწროს შესაბამისი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი).
6. შესავალი, რომელიც უნდა ასახავდეს ნაშრომის აქტუალობას
7. კვლევის მეთოდოლოგია
8. შედეგები
9. დასკვნები, რომელიც უნდა მოიცავდეს კვლევის შეჯამებას და ძირითად მიგნებებს
10. დისკუსია, რომელიც უნდა მოიცავდეს ჩატარებული კვლევის მნიშვნელოვან მიღწევას, ნაკლს და სამომავლო ტენდენციებს.
11. ბიბლიოგრაფია

საუკეთესო 30 მოხსენება წარსდგება დასკვნით კონფერენციაზე და აბსტარქტები დაიბეჭდება თსსუ-ის შრომათა კრებულის „დამატებით“ ნომერში.

ქართულენოვანი პროგრამების სტუდენტებისთვის აბსტრაქტები მიიღება ქართულ ენაზე, ხოლო საერთაშორისო ფაკულტეტების სტუდენტებისთვის კი ინგლისურ ენაზე.

სამეცნიერო კონფერენცია განხორციელდება შემდეგი კალენდარული გეგმის მიხედვით:
I ეტაპი: რეგისტრაცია - 17 დეკემბერი-31 იანვარი
II ეტაპი: ნაშრომების მომზადება - 1 თებერვალი-25 მარტი
III ეტაპი-საფაკულტეტო კონფერენციები - 1 აპრილი- 30 აპრილი
IV ეტაპი- საუნივერსიტეტო კონფერენცია- ივნისი (ზუსტი თარიღი დადგინდება მოგვიანებით)

დამატებითი ინფორმაციისთვის:
593616670 - თამარ საგანელიძე - თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისას და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი;
568620523 - ეკატერინე გუშარაშვილი - თსსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტი;
571071225 - ციცი პაპუნაშვილი - საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის ხელმძღვანელი;
555591359 - იოსებ ნოზაძე - სამეცნიერო კლუბი "ნექსუსის" ხელმძღვანელი
577146131 - ივლიანე სურმავა - ივ.თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელი;
1.სახელი/გვარი(Required.)
2.უნივერსიტეტი(Required.)
3.ფაკულტეტი(Required.)
4.სემესტრი(Required.)
5.სამეცნიერო კონფერენციაზე წარსადგენი თემის დასახელება(Required.)
6.კონფერენციაზე წარსადგენი თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი (აკადემიური სტატუსის მითითებით)(Required.)
7.კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომის ფორმატი(Required.)
8.საკონტაქტო ინფორმაცია(Required.)
9.ელ.ფოსტა(Required.)
10.რომელი ორგანიზაციის სახელით გსურთ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება?(Required.)