ინფლაციური მოლოდინების და ეკონომიკური აქტივობის ივნისის კითხვარი

2026 წლის მაისში, წინა წლის მაისთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები ჯამურად 5.7%-ით გაიზარდა, ხოლო სამომხმარებლო ფასები სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს გარეშე (საბაზო ინფლაცია) კი 3.5%-ით. 2018 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.
1.თქვენი აზრით, რამდენი პროცენტით შეიცვლება თქვენ მიერ გასაყიდი პროდუქციის/მომსახურების ფასები 1 წლის შემდგომ დღევანდელთან შედარებით?
2.თქვენი აზრით, რამდენი პროცენტით შეიცვლება სამომხმარებლო ფასების დონე 1 წლის შემდგომ დღევანდელთან შედარებით (წლიური ინფლაცია)?
3.თქვენი აზრით, რამდენი პროცენტით შეიცვლება საშუალოდ სამომხმარებლო ფასები მომდევნო სამი წლის განმავლობაში?
4.როგორ შეაფასებთ თქვენს კომპანიაში წარმოებისათვის/მომსახურების გაწევისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონეს (ანუ რამდენად სრული დატვირთვით მუშაობს თქვენი კომპანია - პერსონალი, საწარმოო სიმძლავრეები და ა.შ) მიმდინარე თვეში?
5.როგორ ფიქრობთ, რამდენი პროცენტით შეიცვლება თქვენს კომპანიაში დასაქმებულთა ხელფასები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში?
6.კომენტარი (ნებაყოფლობითი)
Privacy & Cookie Notice