შესავალი- Q5

 
20% of survey complete.
ევროპის საბჭოს განათლების დეპარტამენტი ამჟამად მუშაობს დემოკრატიული მოქალაქეობისა და კულტურათაშორისი კომპეტენციის ახალი ჩარჩოს შექმნაზე (რომელიც ეფუძნება  ევროპის საბჭოსა და სხვა ორგანიზაციების მიერ შემუშავებული კომპეტენციის არსებულ მოდელებს). იგეგმება მოცემული ჩარჩოს გამოყენება განათლების დაგეგმვისა და სწავლების სფეროში. ქვემოთ მოცემული კითხვარის შევსებით თქვენ შეძლებთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ საქმეში და  გაგვიწიოთ დახმარება, რის გამოც წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას. ჩვენი ვარაუდით, კითხვარის შევსებას, დაახლოებით, 45 წუთი სჭირდება.

მოცემული პროექტის ფარგლებში, ჩვენ შევიმუშავეთ იმ ღირებულებების, დამოკიდებულებების, უნარების, ცოდნისა და გააზრების ახალი თეორიული მოდელი, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიული მოქალაქეობისა და კულტურათაშორისი კომპეტენციის გასავითარებლად. აღნიშნული მოდელის თანახმად, გამოიყოფა 20 კონკრეტული კომპონენტი, რომელიც უნდა შეიძინოს შემსწავლელმა. ეს კომპონენტებია:

ღირებულებები:
1.       სხვა ადამიანების, ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასება
2.       კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურული განსხვავებულობის დაფასება
3.       დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება

დამოკიდებულებები:
4.       კულტურული განსხვავებულობისა და სხვა რწმენისადმი, მსოფლმხედველობის, შეხედულებებისა თუ პრაქტიკისადმი ტოლერანტული დამოკიდებულებისათვის მზაობა
5.       პატივისცემა და ტოლერანტული დამოკიდებულება სხვა ადამიანებისადმი, განსხვავებული რწმენის, მსოფლმხედველობისა და პრაქტიკისადმი
6.       მოქალაქეობრივი აზროვნება
7.       პასუხისმგებლობა
8.       თავდაჯერებულობა
9.       გაურკვევლობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება

უნარები:
10.    ავტონომიური სწავლის უნარ-ჩვევები
11.    ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები
12.    მოსმენის და დაკვირვების უნარ-ჩვევები
13.    თანაგრძნობა
14.    მოქნილობა და შეგუების უნარი
15.    ენობრივი, კომუნიკაციური და მრავალენობრივი უნარები
16.    თანამშრომლობის უნარ-ჩვევები
17.    კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევები

ცოდნა და კრიტიკული გააზრება:
18.    საკუთარი თავის შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული აღქმა
19.    ენისა და კომუნიკაციის შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული აღქმა
20.    მსოფლიოს (პოლიტიკის, კანონის, ადამიანის უფლებების, კულტურის, კულტურათა, რელიგიის, ისტორიის, მედიის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების) შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული აღქმა
 
ამჟამად ჩვენ იმ დესკრიპტორებზე ვმუშაობთ, რომელთა გამოყენებითაც შეიძლება შეფასდეს აღნიშნულ კომპონენტთა ათვისების დონე და ხარისხი.  დესკრიპტორი წარმოადგენს მოცემულობას ან აღწერას იმისა, რისი გაკეთებაც შეუძლია შემსწავლელს იმ შემთხვევაში, თუ მას ათვისებული აქვს კონკრეტული კომპონენტი. მაგალითად, თუ შემსწავლელს შეძენილი აქვს თანამშრომლობის უნარი, შესაძლო დესკრიპტორი  იქნება "ჯგუფში მუშაობისას, როგორც ჯგუფის წევრი, მუდმივად და წარმატებით ურთიერთობს ჯგუფის სხვა წევრებთან, ჯგუფის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად“. თუ შემსწავლელს განვითარებული აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, შესაძლოა დესკრიპტორი  იყოს: "ქცევით ადასტურებს, რომ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ შეცდომებზე".

ჯერჯერობით, შემუშავებული გვაქვს 990 დესკრიპტორი, რომელიც მოიცავს მოდელში შემავალ ყველა კომპონენტს. თქვენი დახმარებით, შევძლებთ დავადასტუროთ 30 მათგანის მართებულობა. თქვენი დახმარება გამოიხატება იმაში, რომ პასუხი უნდა გასცეთ  ორი ტიპის შეკითხვას ყოველი დესკრიპტორის შემთხვევაში.

T