IGLYO-ს ლგბტქი ინკლუზიური განათლების გამოკითხვა 2026 |
შესავალი და თანხმობა
კვლევის შესახებ
აღნიშნული კვლევის ინტერესია, შეისწავლოს ახალგაზრდა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანს, ასექსუალი, ქვიარ და ინტერსექსი (ლგბტქი) ადამიანების სკოლასთან დაკავშირებული გამოცდილებები ევროპაში. თუ ხართ 18-დან 24 წლამდე, მოხარულები ვიქნებით, მოგისმინოთ.
ინფორმაცია, რომელსაც შენ გაგვიზიარებ დაგვეხმარება ადვოკატირებისას, მეტად უსაფრთხო, ინკლუზიური და მხარდამჭერი განათლების სისტემების შესაქმნელად. იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება მოგინდეთ გამოკითხვის შევსება, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. IGLYO-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიე ვებგვერდს.
აღნიშნული კითხვარი შემუშავდა IGLYO-ს და მისი წევრი ორგანიზაციების მიერ. იგი თარგმნილია ინგლისურიდან ქართულად. კვლევის მიზანია, აღწეროს ლგბტქი მოსწავლეების რეალური გამოცდილებები ევროპის საბჭოს (CoE) წევრ ქვეყნებში. ამასთან, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავების გზით, აღმოაჩინოს შესაძლებლობები განათლების ინკლუზიურობის გასაუმჯობესებლად.
კითხვარის შევსებას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება. თქვენი ყველა პასუხი ანონიმური და კონფიდენციალურია. კითხვარი ერთმანეთთან არ აკავშირებს თქვენს მიერ გაცემულ პასუხებსა და პირად მონაცემებს. თქვენ მიერ კვლევისთვის გაზიარებული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვაზე პასუხისმგებელია IGLYO, რომელიც კვლევის დასრულებიდან 12 თვის გასვლის შემდეგ წაშლის მას. გასვლის შემდეგ წაშლის მას. დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალობის დოკუმენტს.
ღილაკზე ,,შემდეგი“ დაჭერით თქვენ ეთანხმებით კითხვარის წესებსა და პირობებს.